logo
ENG



აშშ-ში ერთ დღეში კორონავირუსის რეკორდული - 1 მილიონი შემთხვევა დაფიქსირდა

04 იან 202215:25
3 წუთის საკითხავი
 
2022/01/04/xqo5bl9p61omzfj.jpg

გამოცემა Time-ის ინფორმაციით, აშშ-ში ერთ დღეში კორონავირუსის 1 მილიონზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.

Time წერს, რომ აშშ-ში შემთხვევების რეკორდული ზრდა ომიკრონის შტამმა გამოიწვია, რომელიც აშშ-ში ყოველდღიურ ცხოვრებაზე ცუნამივით მოქმედებს. შემთხვევების რიცხვი ოთხ დღეში გაორმაგდა და 590 000-დან 1 მილიონს მიაღწია.

აშშ-ში გამოვლენილი 1 მილიონი შემთხვევა პანდემიის დაწყების დღიდან მოყოლებული ორჯერ უფრო მაღალია, რაც კი რომელიმე ქვეყანაში დაფიქსირებულა. აღსანიშნავია, რომ აშშ-ის მოქალაქეების მიერ სახლში ჩატარებული ტესტირებების პასუხები სტატისტიკაზე არ აისახება, რაც ნიშნავს, რომ კორონავირუსის რიცხვი შესაძლოა უფრო მაღალია.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთის პროვინციაში 31 2019 წლის 31 დეკემბერს დაფიქსირდა. მალევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემია გამოაცხადა. მსოფლიოს მასშტაბით 288 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო 5 მილიონზე მეტი გარდაიცვალა. 

კორონავირუსის ახალი შტამი სახელად ომიკრონი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში 24 ნოემბერს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ომიკრონი უკვე 89 ქვეყანაშია გავრცელებული. საქართველოში ომიკრონის 147 შემთხვევა დადასტურდა.

 


close დახურვა