აშშ-ში საწვავის უდიდეს მილსადენზე კიბერშეტევა განხორციელდა.
მილსადენი დღეში 2.5 მილიონ ბარელ ნავთობს ატარებს, რაც აღმოსავლეთ სანაპიროზე მიწოდებული დიზელის, ბენზინისა და რეაქტიული საწვავის 45%-ია.
მილსადენი კიბერშეტევის გამო მთლიანად გამოვიდა მწყობრიდან. აღდგენის სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.
შექმნილი ვითარების გამო აშშ-ის მთავრობამ გამოსცა სპეციალური კანონმდებლობა, რომელიც კომპანას ნებას რთავს, საწვავი მანქანებით გადაზიდოს.
კიბერშეტევის გამო ნავთობის მიწოდება დროებით აშშ-ის 18 შტატს შეუწყდა.
გავრცელებული ინფორმაციით, კიბერშეტევის მიღმა კიბერ-კრიმინალური დაჯგუფება Dark Side დგას, რომელმაც 100GB-ის ინფორმაცია მოიპარა.