logo
ENG



აშშ: ომის ახალ ფაზაში რუსეთს რაიმე მნიშვნელოვანი წარმატებისთვის არ მიუღწევია

20 აპრ 202217:53
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/20/47f134aykq8as85.jpg
Marko Djurica / Reuters

აშშ-ის ორი ოფიციალური წარმომადგენელი CNN-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ რუსეთს ომის დასაწყისში დონბასზე მასშტაბური შეტევის შემდეგ ომის ახალ ფაზაში მნიშვნელოვანი ტერიტორიული მონაპოვარი არ ჰქონია.

აშშ აკვირდება რუსული ძალების მხრიდან ახალ შეტევებს, რომლებიც ხელისუფლების ერთ-ერთი წარმომადგენლის ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის ძალების შემოწმებას, მოსინჯვას ემსახურება.

იმავე წყაროს ცნობით, ფრონტის ხაზი, მეტწილად, სტატიკურია და ჯერ-ჯერობით დიდი ტერიტორიული ცვლილებები არ შეიმჩნევა.

ოფიციალური წყარო CNN-ს უყვება, რომ უკრაინის ძალების დახმარების მიზნით, ახალი 800 მილიონი დოლარის ღირებულების პაკეტი არტილერიაზე, კონკრეტულად უკრაინის ქვემეხებითა და აღჭურვილობით მომარაგებაზე იქნება ორიენტირებული.


close დახურვა