logo
ENG



აშშ: რუსეთის მობილიზებული საბრძოლო ძალების 95% უკრაინაშია, წინსვლა არ აქვთ

07 მარ 202210:02
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/07/9a0phxxp5h5shw2.png

პენტაგონის ცნობით, რუსეთის მიერ უკრაინის საზღვრებთან მობილიზებული 95% უკრაინაშია. 

აშშ-ის თავდაცვის მაღალჩინოსნის ცნობით, რუსეთმა უკრაინაში 600 რაკეტა გამოიყენა. 

აშშ აკვირდება მიმდინარე ბრძოლებს ხერსონსა და მიკოლაევში. რუსული ჯარები კვლავ ცდილობენ, ალყაში მოაქციონ კიევი, ხარკოვი, ჩერნიგოვი და მარიუპოლი. 

თუმცა, უკრაინელები მათ ძლიერ წინააღმდეგობას უწევენ, რაც ანელებს რუსეთის შეტევებს.

გარდა ამისა, რუსული სამხედრო მანქანების 64 კილომეტრიანი კოლონა, რომელიც კიევისკენ მიემართებოდა, შეჩერებულია. თუმცა, არ არის ინფორმაცია, რამდენად შორს არიან დედაქალაქისგან. სავარაუდოდ, კოლონა კიევის ცენტრიდან 25 კილომეტრშია. 

აშშ ხაზს უსვამს, რომ კიევის თავზე ცისთვის ბრძოლა კვლავ მიმდინარეობს. 

"უკრაინის ტერიტორიის უმეტეს ნაწილში მოქალაქეებს კვლავ აქვთ წვდომა კომუნიკაციის საშუალებებზე, ინტერნეტსა და მედიაზე". - ამბობს პენტაგონის წარმომადგენელი. 

აშშ-ის განცხადებით, მათ არ შეუნიშნავთ თავდასხმა საზღვაო სივრციდან ოდესაში.  


close დახურვა