logo
ENG



აშშ $700 მილიონზე მეტს გამოყოფს უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად

25 აპრ 202209:43
3 წუთის საკითხავი
 
აშშ $700 მილიონზე მეტს გამოყოფს უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი და თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი 24 აპრილს კიევში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდნენ. 

შეხვედრის შემდეგ აშშ-მ განაცხადა, რომ $700 მილიონზე მეტს გამოყოფს რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად. 

თანხის ნაწილი პირდაპირ უკრაინაში წავა, ნაწილს კი NATO-ს წევრი ქვეყნები და სხვა რეგიონული მხარდამჭერები გაინაწილებენ. 

ამასთან, აშშ უკრაინას $165 მილიონის ტყვია-წამალს მიაწვდის. 

აშშ-ის უმაღლესი თანამდებობის პირების ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრა, უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, საიდუმლო იყო.

ენტონი ბლინკენი და ლოიდ ოსტინი ზელენსკისთან ერთად შეხვდნენ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს - დმიტრო კულებას, თავდაცვის მინისტრს - ოლექსი რეზნიკოვს და შინაგან საქმეთა მინისტრს - დენის მონასტირსკის

განცხადება აშშ-ის დახმარების შესახებ შეხვედრის დასრულების შემდეგ გავრცელდა. 

რუსეთის შეჭრის დაწყებიდან ეს ამერიკელი დიპლომატების პირველი ვიზიტი იყო უკრაინაში.


close დახურვა