ამერიკის შეერთებული შტატები ბელარუსში გამართული არჩევნებით შეშფოთებულია და ქვეყნისთვის ნავთობის გადაზიდვების შეჩერებას და სხვა სანქციების დაწესების შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ მაიკ პომპეომ „რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ვაშინგტონი ევროპულ სახელმწიფოებთან აქტიურად მუშაობს, რათა გადაწყვიტოს ბელარუსი ხალხის დასახმარებლად რა ზომები გაატაროს.
ცენტრალური ევროპის ქვეყნებში 4-დღიანი ვიზიტის განმავლობაში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა 9 აგვისტოს არჩევნები არადემოკრატიულად შეაფასა და აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებები დაგმო.