logo
ENG



ზელენსკი: თბილისში მოქალაქეები თავიანთი მომავლისთვის იბრძვიან

01 იან 202516:50
3 წუთის საკითხავი
 
2025/01/01/81cr5ejz5mejnj2.jpg

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 2025 წლის საახალწლო მილოცვისას აღნიშნა, რომ თბილისში საპროტესტო აქციაზე მყოფი მოქალაქეები თავისი მომავლისთვის იბრძვიან.

მან, ასევე, თქვა, რომ რუსებს თავისუფალი ხალხის ეშინიათ და ისინი პუტინის ავადმყოფური იდეებისთვის კვდებიან.

"რუსებს ეშინიათ თავისუფალი ხალხის. იმის, რასაც არ იცნობენ. მათ ეშინიათ თავისუფლების. ისინი დაიბადნენ პუტინის დროს, სწავლობდნენ პუტინის დროს, შეუერთდნენ ჯარს პუტინის დროს და კვდებიან მისი ავადმყოფური იდეებისთვის. სწორედ ამიტომ არის დღეს ასე გადამწყვეტი მხარდაჭერა ყველა იმ ხალხის, ვინც იცავს თავისუფლებას. ისინი, ვინც უარს იტყვიან მის დათმობაზე კიშინიოვში. ვინც თბილისში თავისი მომავლისთვის იბრძვის. დარწმუნებული ვარ, დადგება დღე, როცა ყველა ვიტყვით: "გაუმარჯოს ბელარუსს!"", - თქვა ზელენსკიმ.

 

close დახურვა