logo
ENG



აშშ თურქეთს სანქციებს უწესებს

15 ოქტ 201908:25
3 წუთის საკითხავი
 
7gvar7or0nqkr6j.jpg

 

ამერიკის შეერთებული შტატები თურქეთს სანქციებს უწესებს. დოკუმენტს დონალდ ტრამპი ხელს მალე მოაწერს. სანქციების ამოქმედების მიზეზი სირიის ჩრდილოეთით მიმდინარე სამხედრო ოპერაციაა. შეზღუდვების პაკეტი ორ თურქ მინისტრსა და სხვა მაღალი თანამდებობის პირებზე ვრცელდება. შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, დონალდ ტრამპი თურქ კოლეგას ტელეფონითაც ესაუბრა და დაუყოვნებლივ ზავის დადება მოითხოვა.  მაიკ პენსი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა ის რეგიონს უახლოეს მომავალში ეწვიოს. მანამდე თურქეთის შეტევის შესაჩერებლად ქურთთა ლიდერებმა და სირიის სამთავრობო ძალებმა შეთანხმებას მიაღწიეს, რის შემდეგაც თურქეთ-სირიის საზღვარზე ასადის არმიამ პოზიციების დაკავება დაიწყო. თურქეთმა სირიის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაცია ერთი კვირის წინ დაიწყო.

 


close დახურვა