logo
ENG



აშშ ინდოეთს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის საწარმოებელი ნედლეულით დაეხმარება

25 აპრ 202123:18
3 წუთის საკითხავი
 
აშშ ინდოეთს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის საწარმოებელი ნედლეულით დაეხმარება

აშშ დაუყოვნებლივ გამოუყოფს ნედლეულს ინდოეთს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის საწარმოებლად, სამედიცინო აღჭურვილობასა და დამცავ საშუალებებს, რათა ქვეყანამ იქონიოს სწრაფი რეაქცია ინფექციების მასობრივ ზრდაზე.

„ამერიკის შეერთებული შტატები 24 საათის განმავლობაში მუშაობს, რათა მათ არსებული რესურსი და მასალა მიეწოდოთ” - ნათქვამია ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერის, ემილი ჰორნის, განცხადებაში.

ჰორნმა თქვა, რომ მასალები დაეხმარება ინდოეთს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის წარმოებაში. შეერთებული შტატები ინდოეთში, ასევე, გაგზავნის სამკურნალო საშუალებებს, სწრაფი დიაგნოსტიკური ტესტების კომპლექტებსა და ვენტილატორებს.

შეგახსენებთ, რომ ინდოეთში ერთ დღეში COVID-19-ის ახალი შემთხვევების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში 349 691 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 

ინდოეთის პრემიერმინისტრმა, ნარენდრა მოდიმ, ყველა მოქალაქეს აცრისა და სიფრთხილისკენ მოუწოდა.


close დახურვა