logo
ENG



აშშ მუშაობს, რომ უკრაინას იარაღი "უპრეცედენტო სიჩქარით" მიაწოდოს

19 აპრ 202220:35
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/19/4iasejho2ih2kbh.png

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელი აცხადებს, რომ მუშაობენ, რათა კრაინას იარაღი "უპრეცედენტო სიჩქარით" მიაწოდონ. 

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინას $2.3 მილიარდის სამხედრო დახმარება აღმოუჩინა, მიაწოდა მას იარაღი, ტყვია-წამალი და აღჭურვილობა. ასევე, იარაღის საყიდლად გამოყო 300 მილიონი დოლარი უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის ფარგლებში. 

"ეს ყველაზე დიდი დახმარებაა, რაც აშშ-მ პარტნიორ ქვეყანას გაუწია". - აცხადებს აშშ-ის თავდაცვის უწყების წარმომადგენელი. 

მისივე თქმით, აშშ-ის სამხედრო მარაგებიდან აღჭურვილობის სხვა ქვეყნებში გადაზიდვის პროცესი, რომელსაც წარსულში კვირები ან თვეები სჭირდებოდა, ახლა შეიძლება 48-დან 72 საათამდე დროში შესრულდეს. 

რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაზე შეტევები განაახლა. რუსეთის განცხადებით, ეს "სამხედრო ოპერაციის მეორე ფაზაა". 19 აპრილს იბომბება აზოვსტალის ქარხანა მარიუპოლში, რომელშიც გამაგრებულები არიან მარიუპოლის მცველები - აზოვის ბატალიონი და 36-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადა, ასევე, მას თავს აფარებს 1000-მდე ბავშვი და მოხუცი. 


close დახურვა