ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერის, ადრიენ უოტსონის განცხადებაში ნათქვამია, რომ რაკეტა, რომელიც პოლონეთის ტერიტორიაზე 16 ნოემბრის საღამოს ჩამოვარდა, სავარაუდოდ, უკრაინის საჰაერო თავდაცვის მუშაობის შედეგი იყო, მაგრამ საბოლოოდ რუსეთს ეკისრება სრულ პასუხისმგებლობას.
"ჩვენ არ გავუსწრებთ მათ მუშაობას და მჭიდრო კავშირში ვიქნებით ჩვენს პოლონელ კოლეგებთან, რადგან ჯერ კიდევ ვაგროვებთ ინფორმაციას. ჩვენ ვერაფერი ვნახეთ, რაც ეწინააღმდეგება [პოლონეთის პრეზიდენტის ანდჟეი] დუდას წინასწარ შეფასებას, რომლის მიხედვითაც, ეს აფეთქება, სავარაუდოდ, უკრაინული საზენიტო რაკეტის ჩამოვარდნის შედეგი იყო, რომელიც, სამწუხაროდ, პოლონეთში დაეცა." - ნათქვამია ადრიან უოტსონის, აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის განცხადებაში.
ამავდროულად, აშშ-ს ადმინისტრაცია ამბობს, რომ სრულად ენდობა პოლონეთს, რომელიც ინციდენტის გარემოებებს იძიებს.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ აშშ-ს თვალსაზრისით, როგორიც არ უნდა იყოს ამ გამოძიების შედეგები, რუსეთი არის ამ ტრაგიკული ინციდენტის თავდაპირველი დამნაშავე, რადგან სწორედ ის ახორციელებს სარაკეტო დარტყმებს უკრაინის ინფრასტრუქტურაზე.
"უკრაინას ჰქონდა და აქვს - საკუთარი თავის დაცვის სრული უფლება." - ნათქვამია განცხადებაში.