აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სამართალდამცავებსა და მუნიციპალური თანამდებობის პირებს, ასევე მათი ოჯახის წევრებს, სამოგზაურო შეზღუდვას დაუწესებს. ეს ხდება იმის პარალელურად, რომ შს მინისტრი ვახტანგ გომელაური და გდდ-ს ხელმძღვანელის მოადგილე, მირზე კეზევაძე მაგნიტსკის სიაში შეიყვანეს.
როგორც დეპარტამენტი აღნიშნავს, შინაგან საქმეთა სამინისტრო პასუხისმგებელია ბრუტალურ და ძალადობრივ ქმედებებზე მედიის, ოპოზოციისა და დემონსტრანტების მიმართ 2024 წლის აქციების პერიოდში.
"სახელმწიფო დეპარტამენტი დამატებით ზომებსაც იღებს, რათა სავიზო შეზღუდვები დაუწესოს სხვა ქართველ პირებსა და მათ ოჯახებს, მათ შორის სამართალდამცველებსა და უსაფრთხოების სამსახურების ოფიციალურ პირებს, რომლებიც ჩართული იყვნენ საპროტესტო აქციების მონაწილეთა მიმართ ძალადობაში; ასევე, მუნიციპალური ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც ბოროტად იყენებდნენ თავიანთ ძალაუფლებას ძირითადი თავისუფლებების, მათ შორის, ზეწოლისა და მუქარის გარეშე ხმის მიცემის უფლების შესაზღუდად", - ვკითხულობთ განცხადებაში.
"შეერთებული შტატები გმობს საქართველოს მთავრობის მიერ სასტიკი და გაუმართლებელი ძალის გამოყენებას საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის მომიტინგეების, მედიის წარმომადგენლების, უსაფრთხოების ძალების და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალს და ვაგრძელებთ პასუხისგებაში იმათ მიცემას, ვინც მონაწილეობს ადამიანის უფლებების დარღვევაში და ძირს უთხრის მათ დემოკრატიულ მომავალს", - აღნიშნავს სახელმწიფო დეპარტამენტი.
აშშ-მა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და გადაუდებელ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, მირზა კეზევაძე მაგნიტსკის სიაში შეიყვანა. სახაზინო დეპარტამენტმა გომელაურსა და კეზევაძეს სანქციები მედიის წარმომადგენლების, ოპოზიციისა და დემონსტრანტების მიმართ სასტიკის რეპრესიების გამო დაუწესა. როგორც დეპარტამენტი მიუთითებს, აღნიშნული ქმედება გაერთიანებულ სამეფოსთან იყო შეთანხმებული.
გარდა ამისა, დღეს, 19 დეკემბერს დიდმა ბრიტანეთმა ხუთი ქართველი მაღალჩინოსანი დაასანქცირა. მედიის წარმომადგენლებისა და აქციის მონაწილეების სასტიკი დარებვის გამო სანქციები შეეხოთ: შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს, მის მოადგილეს ალექსანდრე დარახველიძეს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს სულხან თამაზაშვილს, განსაკუთრებულ დავალებთა დეპარტამენტის უფროსს ზვიად ხარაზიშვილს და მის მოადგილეს მილერი ლაგაზაურს.
სანქციები მოიცავს დიდ ბრიტანეთში მოგზაურობის აკრძალვას, ასევე აქტივების გაყინვას.