logo
ENG



აშშ უკრაინას კიდევ 275 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გადასცემს

09 დეკ 202209:14
3 წუთის საკითხავი
 

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინის დასახმარებლად 275 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი მოამზადა.

Reuters-ის ინფორმაციით, პაკეტში HAUBITS-ის 80 ათასი ჭურვი და HIMARS-ის სისტემისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალა, სამხედრო მანქანები, გენერატორები, ასევე საჰაერო თავდაცვის სისტემები დრონების წინააღმდეგ.

ოფიციალურად კიევისთვის ახალი დახმარების პაკეტის გადაცემის შესახებ ვაშინგტონმა შესაძლოა დღეს განაცხადოს.


close დახურვა