logo
ENG



აშშ უკრაინაში საჰაერო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის შექმნას განიხილავს

12 ოქტ 202222:25
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/12/bzsn7izru9xhngs.png
EPA

შეერთებული შტატები განიხილავს უკრაინაში საჰაერო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ინტეგრირებული სისტემის შექმნას, რომელიც გააერთიანებს მოკლე, საშუალო და შორ მანძილზე მოქმედების იარაღს, განაცხადა აშშ-ის შტაბის უფროსმა და თავდაცვის მდივანმა.

"ყველა ამ საშუალებების ერთობლიობა შესაძლებელს გახდის საჰაერო სივრცის დახურვას რუსული თვითმფრინავებისთვის." - თქვა მარკ მილიმ, აშშ-ს გაერთიანებული შტაბის უფროსმა და განმარტა, რომ ეს ეხება არა უკრაინის მთელ საჰაერო სივრცეს, არამედ კონკრეტულ ტერიტორიებს. ობიექტებს, რომელთა დაცვაც უკრაინას სჭირდება.

მარკ მილიმ და აშშ-ს თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა პრესკონფერენცია გამართეს ბრიუსელში, სადაც უკრაინის მოკავშირეები რამშტეინის ფორმატში იკრიბებიან.

ჯერ კიდევ ივლისში, მოკავშირეები დაჰპირდნენ, რომ უკრაინას გადასცემდნენ ნორვეგიულ-ამერიკული NASAMS საჰაერო თავდაცვის სისტემების.

"დარწმუნებული ვარ, რომ დანარჩენი ქვეყნები ყველაფერს გააკეთებენ, როდესაც მათ შეუძლიათ დამატებითი სიმძლავრის გადასაცემად. თქვენ გსმენიათ რა ვისაუბრეთ NASAMS-ზე და ეს არის კარგი ინსტრუმენტი, რომელიც ნამდვილად დაეხმარება უკრაინელებს. მე ვთქვი, რომ გერმანია უზრუნველყოფს IRIS-T საჰაერო თავდაცვის სისტემას და მომავალში, იმედი მაქვს, სხვა საშუალებებს. დღეს უფრო მეტი ქვეყანა მოხალისედ გამოვიდა, რათა უზრუნველყოს საბრძოლო მასალა NASAMS სისტემებისთვის [...] ჩვენ ნამდვილად გვაქვს მზადყოფნა გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია, რამდენადაც ჩვენ შეგვიძლია." - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

"ჩვენ მივაწოდებთ უკრაინას თავდაცვის სისტემებს რაც შეიძლება სწრაფად, როგორც ეს ფიზიკურად იქნება შესაძლებელი." - ციტირებს ლოიდ ოსტინს Agence France-Presse.

"ჩვენ გადავიტანთ იმ სისტემებს, რაც გვაქვს [...] და ვეცდებით მივაწოდოთ დამატებითი საბრძოლო მასალა იმ სისტემებისთვის, რომლებითაც ახლა უკრაინელები არიან შეიარაღებულები. მსოფლიოში ბევრი თავისუფალი საჰაერო თავდაცვის სისტემაა. ამოცანა იქნება მათი ერთად თავმოყრა და განთავსება." - განაცხადა მარკ მილმა.


close დახურვა