ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინისთვის დამატებით 175 მილიონ დოლარს გამოყოფს. შესაბამისი განცხადება ქვეყნის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გააკეთა.
ბაიდენის თქმით, თუ რუსეთი უკრაინაზე გაიმარჯვებს, ეს დატოვებს მოსკოვს ისეთ პოზიციაში, რომ თავს დაესხას NATO-ს მოკავშირეებს და ასევე ჩაითრიოს ამერიკელი სამხედროები ომში.
"თუ პუტინი ხელში ჩაიგდებს უკრაინას, ის არ გაჩერდება. ის თავს დაესხმება NATO-ს მოკავშირეებს და ჩვენ მივიღებთ იმას რაც არ გვინდა და რაც დღეს არ გვაქვს: ამერიკული ჯარის ბრძოლას რუსეთის ჯართან. ჩვენ ვერ დავუშვებთ იმას, რომ პუტინმა გაიმარჯვოს", - აღნიშნა ბაიდენმა.