აჭარაში, ხინოს ხეობაში ორ ახალგაზრდას ეძებენ. საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ სამუშაოები ვერტმფრენით მიმდინარეობს.
უწყებაში ამბობენ, რომ ახალგაზრდებმა 112-ში თავად დარეკეს და გზის აბნევის შესახებ განაცხადეს. ერთერთ მათგანს ქვედა კიდურის დაზიანება ჰქონდა, რის გამოც დაკარგულები ხევში გაჩერდნენ.
„მოქალაქეების დასახმარებლად გავიდა სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის 3 ჯგუფი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებს რთული რელიეფის გამო, მოუწიათ ხეობაში ქვეითად გადაადგილება. ცუდი ხილვადობის გამო, ღამის განმავლობაში, ვერ მოხერხდა პროცესში საჰაერო ძალის ჩართვა. დილიდან, გათენებისთანავე მუშაობა დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა, რომელშიც იმყოფებიან მეხანძრე-მაშველები და ექიმები", - ვკითხულობთ განცხადებაში.