აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას "ფორმულას" აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, ინფიცირებული სატვირთო ავტომობილის მძღოლია. იგი ბათუმის ცხელების ცენტრში იყო მოთავსებული, სადაც კვლევა ჩაუტარდა.
აჭარის ჯანდაცვის ინფორმაციით, პაციენტი თურქეთის მოქალაქეა და ის მკურნალობას სამშობლოში განაგრძობს, სადაც მისი ტრანსპორტირება მოხდება. სამშობლოში მკურნალობის გაგრძელების სურვილი თავად პაციენტმა გამოთქვა.
შეგახსენებთ, რომ აჭარაში კორონავირუსით კიდევ 7 ინფიცირებული პაციენტი რჩება.