logo
ENG



აჭარაში კორონავირუსი კიდევ 3 პედაგოგს დაუდასტურდა

15 სექ 202013:16
3 წუთის საკითხავი
clock 554

აჭარის რეგიონში პედაგოგების ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ამის შესახებ ჟურნალისტებს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ნონა ეფაძემ განუცხადა.

"გასული დღე-ღამის განმავლობაში, აჭარის რეგიონში გამოვლინდა 124 ახალი შემთხვევა. აქედან 5 უკავშირდება საკარანტინო სივრცეს. შემთხვევათა უმეტესი წილი გახლავთ წინა დღეებში დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები, რომლებიც იმყოფებოდნენ იზოლაციაში. გარდა ამისა, შემთხვევები გამოვლენილია ​პედაგოგებში, 3 ახალი შემთხვევა გვაქვს", - განაცხადა ნონა ეფაძემ.

კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, საქართველოს დიდ ქალაქებსა და ასევე რამდენიმე სოფელში სასწავლო პროცესი დღეს ონლაინ რეჟიმში განახლდა. სწავლის საკლასო ოთახებში გაგრძელება 1 ოქტომბრიდან იგეგმება. შეზღუდვა ეხება ზოგიერთ უმაღლეს სასწავლებელსაც. განათლების სამინისტროში ამბობენ, რომ სისტემა მზად არის როგორც საკლასო ოთახებში, ისე დისტანციურად სასწავლო პროცესის დასაწყებად.

შეგახსენებთ, ქვეყანაში დღეს კორონავირუსის 170 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის 124 ბათუმში, 20 თბილისში, 13 ქუთაისში, 6 ზუგდიდში, 3 ოზურგეთში, 3 მცხეთაში ერთი კი ცაგერში. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსი 2562 ადამიანს დაუდასტურდა. აქედან 1381 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 19 კი გარდაიცვალა.


close დახურვა