საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 170-ით გაიზარდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს. ვირუსისგან განიკურნა 12 ადამიანი.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 2562 შემთხვევაა გამოვლენილი. აქედან 1381 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 19 კი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 6633 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836.
აღსანიშნავია, რომ ბოლო 24 საათში, ქვეყანაში 11 006 PCR ტესტი ჩატარდა.