logo
ENG



აჭარაში პოლიციის 3 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

14 სექ 202012:14
3 წუთის საკითხავი
clock 314
აჭარაში პოლიციის 3 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაცით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის 2, ხოლო საპატრულო პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს 1 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

მათი ცნობით, თანამშრომლების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

"თანამშრომლების ტესტების პასუხები 12-13 სექტემბერს გახდა ცნობილი. ყველა თანამშრომელი, ვისთანაც ინფიცირებულებს უშუალო კონტაქტი ჰქონდათ, გადაყვანილია დაკვირვების ქვეშ და აღებული აქვთ ტესტები. სამივე პოლიციელის მკურნალობა მიმდინარეობს კლინიკაში, მათი მდგომარეობა სტაბილურია", - აცხადებენ შსს-ში.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 2 392 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 1 369 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 19 კი გარდაიცვალა.

 


close დახურვა