შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დააკავეს 1979 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი პირი, რომელმაც დაბა სურამში მდებარე ერთ-ერთი მონასტერი გაქურდა - წაიღო შესაწირ ყუთში არსებული თანხა და საეკლესიო ნივთები.
მათი ცნობით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ასევე დგინდება, რომ აღნიშნული მონასტერი დანაშაულში ბრალდებულმა პირმა წარსულშიც გაქურდა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს. დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
