logo
ENG



აჭარაში 25 ახალი შემთხვევიდან 7 ე.წ. ხოფის ბაზრობას უკავშირდება

09 სექ 202011:15
3 წუთის საკითხავი
 
აჭარაში 25 ახალი შემთხვევიდან 7 ე.წ. ხოფის ბაზრობას უკავშირდება

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის რუსუდან შავიშვილის ინფორმაციით, აჭარაში გამოვლენილი 25 ახალი შემთხვევიდან 7 ე.წ. ხოფის ბაზრობას უკავშირდება.

მისი განმარტებით, ამ 7 შემთხვევიდან 2 ბაზრობის თანამშრომელია, 5 კი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი. 

"25 შემთხვევიდან იუსტიციის სახლის დადასტურებული შემთხვევის სამი ოჯახური კონტაქტია, დანარჩენი გახლავთ ერთეული შემთხვევები და მათ შორის არსი სამშობიარო სახლის თანამშრომელი", - განმარტა შავიშვილმა.

 


close დახურვა