logo
ENG



აჭარის კულტურის დეპარტამენტის უფროსის შვილი, სავარაუდოდ, დააკავეს

05 მარ 202422:05
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/05/2w7gbho2z97y1mz.jpg

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის უფროსის შვილი, სავარაუდოდ, დააკავეს. არსებული ინფორმაციით, საქმე ეხება პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას, რომელიც ნარკოტიკების რეალიზაციას ეხებოდა.

ფორმულა დეტალებისთვის დაუკავშირდა როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე პროკურატურას, თუმცა დამატებითი ინფორმაცია უწყებებისგან ვერ მივიღეთ.

ცოტა ხნის წინ გავრცელებულ ინფორმაციას სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის უფროსი თავად გამოეხმაურა და Facebook-ზე დაწერა, რომ "სიტუაციას არკვევს". ამასთან, მან თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა. 

"მეგობრებო, ვარ მთლიანად განადგურებული! პირველ რიგში იმიტომ, რომ მე თავად არ ვიცი რა უბედურება ხდება ჩემს თავს! მეც ახლა ვარკვევ სიტუაციას. მინდა იცოდეთ, რომ თუ დადასტურდა ინფორმაცია ჩემი უფროსი შვილის რაიმე სახის ბრალეულობაზე, ის აუცილებლად აგებს მკაცრად პასუხს კანონის წინაშე!

ყველანაირი უხერხულობის თავიდან ასაცილებლად ვწერ განცხადებას და მივდივარ კულტურის დეპარტამენტის უფროსის პოზიციიდან", - დაწერა მან Facebook-ზე.

 


close დახურვა