logo
ENG



მარნეულში ტრეფიკინგის, ძალადობის და სექსუალური ხასიათის ქმედებისთვის 1 პირი დააკავეს

24 ნოე 202621:40
3 წუთის საკითხავი
 
2026/11/24/e36qcb7425akwrw.jpeg

საქართველოს პროკურატურამ მარნეულში მომხდარი ტრეფიკინგის, ძალადობისა და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულმა დაზარალებული მოტყუებით გადაიბირა და სექსუალურ ექსპლუატაციას უწევდა. კერძოდ, აიძულებდა მას, სხვა პირებისთვის სექსუალური მომსახურება გაეწია, გამომუშავებულ თანხას კი თავად იღებდა. დაუმორჩილებლობის შემთხვევაში დაზარალებულს ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებოდა. ამასთან, მის მიმართ ძალადობა და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებაც განახორციელა.

ბრალდებული სამართალდამცველებმა 22 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 143², 126-ე და 138-ე მუხლებით წარედგინა, რაც 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

 


close დახურვა