logo
ENG



აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე ხმაური იყო

21 ივნ 202120:24
3 წუთის საკითხავი
 

ქობულეთის მცხოვრებლები აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს დაუპირისპირდნენ, როდესაც საბჭოს სხდომაზე კითხვების დასმას ითხოვდნენ. ისინი ბათუმში პროტესტის გამოსახატავად ჩავიდნენ. მოქალაქეები სოფელ ბობოყვათში 27 ჰექტარი მიწის ნაკვეთის აუქციონზე გასაყიდად გატანას აპროტესტებენ და ამტკიცებენ, რომ ნაკვეთები მათი მამა-პაპისეული საკუთრებაა.


close დახურვა