თითქმის ოთხწლიანი დაგვიანებით თბილისში პირველი 18 მეტრიანი ავტობუსები გამოჩნდა. ამ ეტაპზე მხოლოდ 9. ჯამში მერია 160 ავტობუსს ყიდულობს და რამდენიმე ათეული მილიონით მეტს ხარჯავს ბიუჯეტიდან, ვიდრე ტრანსპორტის შეძენა EBRD-ის სახსრებით შეეძლო. კალაძის ოპონენტები აქაც კორუფციაზე მიუთითებენ. ავტობუსების შეძენა და ჩამოყვანა კალაძემ მაინც ვერ დაგეგმა ისე, რომ საჭირო ინფრასტრუქტურა დაეხვედრებინა. ფორმულამ კიდევ ერთხელ გადაიღო ის ავტობაზა, რომელიც 18-მეტრიანი ავტობუსებისთვის მზადდება, 62-მილიონიანი პროექტი მარტში უნდა დასრულდეს, ადგილზე აქტიური სამუშაოები ჯერ არ მიმდინარეობს.
ახალი ავტობუსები და ძველი სქემა
31 იან 202420:25
3 წუთის საკითხავი