logo
ENG



რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების ეკრანებზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩაირთო

31 ოქტ 202614:47
3 წუთის საკითხავი
 
2026/10/31/akge6qqw7novytj.png

რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების ეკრანებზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩაირთო. 

მოქალაქეების ცნობით, მოულოდნელად ეკრანზე ჩაირთო პორნოგრაფიული შინაარსის მქონე ვიდეო, მძღოლმა ვერ შეძლო მონიტორის გამორთვა და მას ქურთუკი გადააფარა.

ინფორმაცია Info Rustavi-მა მოქალაქეებზე დაყრდნობით გაავრცელა. 

მოგვიანებით მომხდარს რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის სამსახური გამოეხმაურა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ავტობუსებში არსებული მონიტორების სერვერზე კიბერშეტევა განხორციელდა.

"რუსთავის მუნიციპალურ ავტობუსებში არსებული მონიტორების სერვერზე განხორციელდა კიბერ შეტევა, რის შედეგადაც ეკრანზე, რამოდენიმე წამის განმავლობაში აისახა უცენზურო შინაარსის კადრი. მუნიციპალური ტრანსპორტის სამსახურმა მყისიერად მოახდინა რეაგირება. ამ მომენტისთვის ავტობუსებში არსებული ყველა მონიტორი გათიშულია და მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მუშაობს შესაბამისი უწყება", - ნათქვამია განცხადებაში. 


close დახურვა