წინასაარჩევნო პროცესებში ახალი აქტორები ერთვებიან, შეიქმნა პარტია „რეფორმერები“, რომლის სარეკლამო კამპანია მედიასა და ქალაქის ქუჩებში უკვე ჩანს. პარტიის პრეზენტაციამდე პრესა წერდა, რომ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის შვილის, უტა ივანიშვილის მეგობარია და პოლიტიკური სპექტრი „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებულ ახალ ძალას, სატელიტ გაერთიანებას მიიღებდა.
ივანიშვილთან კავშირს უარყოფს პარტიის დამფუძნებელი და ირწმუნება, რომ კოალიციის შექმნას არავისთან გეგმავს, პარტიას საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად და სოლიდურად ასპარეზობის ამბიცია აქვს.
დეტალები ნახეთ "ფორმულა ნიუსის" 20:00-საათიან გამოშვებაში.