ეკონომიკის სამინისტრომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს ახალი დებულება დაამტკიცა.
ახალ დებულებაში „ანაკლიის კონსორციუმზე" საუბარი აღარ არის. ანაკლიის კონსორციუმის დირექტორის, ლევან ახვლედიანის თქმით, მთავრობამ დებულება მათ უსაფუძვლოდ გაუწყვიტა. სწორედ ამიტომ შესაძლოა კონსორციუმმა მთავრობასთან დავა დაიწყოს.
„დებულება, რომელიც გამოვიდა, არის ანაკლიის განვითარების სააგენტო, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს ქვეშ ერთ-ერთი სსიპ-ი არის. ანაკლიის განვითარების კონსორციუმს ხელშეკრულება ჰქონდა დადებული მთავრობასთან და ვიყავით ინვესტორები, უსაფუძვლოდ გაგვიწყვიტა მთავრობამ ხელშეკრულება. ვაპირებთ დავას“, - აცხადებს აცხადებს კონსორციუმის დირექტორი ლევან ახვლედიანი.
შეგახსენებთ, რომ მთავრობა ანაკლიაში პორტის აშენებას "ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან" ერთად გეგმავდა და ამ სააგენტოს პირველი დებულება 2017 წელს დამტკიცდა.