logo
ENG



ახალი პატიმრები 21-დღიან საკარანტინო პერიოდს გაივლიან - წულუკიანი

27 მარ 202013:26
3 წუთის საკითხავი
 

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის ინფორმაციით, ახალი პატიმრები სპეციალურ საკარანტინო პერიოდს გაივლიან. 

ვიცე-პრემიერის განმარტებით, საკარანტინო პერიოდი 21-დღიანია და ახალი პატიმრები მას საცხოვრებელ კორპუსში გაივლიან. გარდა ამისა, ის პატიმრები ვისაც სიმპტომები გამოუვლინდებათ ერთ-ერთ სამოქალაქო კლინიკაში იქნებიან გადაყვანილი. 

"განსაკუთრებული პირობები ციხეებში გულისხმობს იმას, რომ ვერც ერთი ახალ დაკავებული პატიმარი უკვე მეოთხე კვირა დაიწყო ვერ შედის ძველ კონტინგენტთან სანამ 21-დღიან საკარანტინო პერიოდს არ მოიხდის. ეს არ გახლავთ ის საკარანტინო სივრცე, რომელსაც ციხის ენაზე უწოდებენ კარანტინს. ეს არის ჩვეულებრივი საცხოვრებელი კორპუსი შესაბამისი პირობებით, რომელიც მოწყობილია მიმღებ ციხეებში. ის პატიმრები, რომლებსაც საეჭვო სიმპტომები უკვე ციხეში მოსვლისას გამოუვლინდებათ ვერც ერთი ვერ ხდება ციხის ტერიტორიაზე. ისინი მივლინებული არიან სამოქალაქო კლინიკაში, სადაც დღემდე 26 პატიმარი იყო გადაყვანილი. აქედან 6 უკვე გაეწერა. არც ერთ მათგანს არ დაუდასტურდა ვირუსი. გაწერილი პატიმრები ცალკე ციხის პირობებში გაივლიან 21-დღიან კარანტინს. მინდა ვუთხრა პატიმრებს და მათ ოჯახებს, რომ მაქსიმალური ყურადღება ექცევა იმას, რომ გარედან შიგნით არ მოხდეს ვირუსის შეტანა", - განაცხადა თეა წულუკიანმა. 


close დახურვა