logo
ENG



ახალი სკანდალი ღარიბაშვილების კლანში - შაბათის ფორმულა

28 ოქტ 202320:04
3 წუთის საკითხავი
 

ახალი სკანდალი ღარიბაშვილების კლანში. დედოფლის წყაროდან, რომელიც წლებია პრემიერის ოჯახის ტყვეობაშია - საგანგებო სიტუაციების მართვის ხელმძღვანელი, თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მიზეზი პრემიერის სახლში გაჩენილი ხანძარი გახდა. ცეცხლი მეხანძრე-მაშველებმა მარტივად ჩააქრეს, იწვოდა პრემიერის ვილის დამხმარე ნაგებობა, მაგრამ სახანძროს უფროსი მეორე დღეს, თბილისში დაიბარეს და საგანგებო სიტუაციების მართვის ხელმძღვანელმა, თემურ მღებრიშვილმა მას უთხრა, რომ თანამდებობა საკუთარი განცხადებით დაეტოვებინა.

 


close დახურვა