logo
ENG



ახალსოფელში შუახნის კაცი დაჭრეს

05 მაი 202119:32
3 წუთის საკითხავი
 
ახალსოფელში შუახნის კაცი დაჭრეს

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში შუახნის კაცი დაჭრეს.

არსებული ინფორმაციით, მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

დაშავებულს ფეხის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნება. ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 19/108 და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.


close დახურვა