ახალციხეში, კოსტავას ქუჩაზე ე.წ ხუთსართულიანების დასახლების შესასვლელში სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებიან. ადგილზე ერთერთ მანქანას ჩხრეკდნენ.
"ფორმულას" ინფორმაციით, დაკავებულია ერთი პირი. ადგილობრივების თქმით, მის მანქანაში, სავარაუდოდ, იარაღი და ნარკოტიკული ნივითიერება აღმოაჩინეს.
მანქანა უკვე დალუქულია და ევაკუატორით არის გადაყვანილი.
როგორც შინაგნ საქმეთა სამინისტროში "ფორმულას" განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.