ახალციხეში ახალგაზრდა კაცი ჩამომხვრჩალი იპოვეს. შემთხვევა დღეს გამთენიისას მოხდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „ფორმულას“ განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
აღსანიშნავია, რომ გარდაცვლილს სამართალდამცველები ცოლზე ძალადობისთვის ეძებდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, კაცმა ცოლის გაგუდვა სცადა, რის შემდეგაც ის მიიმალა.