logo
ENG



ახალციხეში მანქანა ბეტონის კედელს შეეჯახა - არის მსხვერპლი

10 ივლ 202320:07
3 წუთის საკითხავი
 
ახალციხეში მანქანა ბეტონის კედელს შეეჯახა - არის მსხვერპლი

ახალციხეში ავარია მოხდა, რის შედეგადაც 1 ადამიანი დაიღუპა, 1 კი დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, სოფელ აგარასთან მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბეტონის კედელს შეეჯახა. ერთ-ერთი მგზავრი ადგილზევე გარდაიცვალა, შუა ხნის ქალი კი მრავლობითი მოტეხილობებით კლინიკაში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა მძიმეა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.


close დახურვა