ახალ ზელანდიაში ვულკანის ხელახალი ამოფრქვევის საფრთხე არსებობს. გავრცელებული ცნობით, კუნძულზე ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები აღინიშნება, რაც სამძებრო სამუშაოებს ართულებს. ხელისუფლებამ დაკარგული 8 ადამიანი გარდაცვლილად გამოაცხადა, თუმცა იმედი აქვთ რომ ცხედრების პოვნას მაინც შეძლებენ.
ოფიციალურად ვულკანის ამოფრქვევას 6 ადამიანი ემსხვერპლა, 25 დაშავებული კი კრიტიკულ მდგომარეობაში რჩება. ვულკანი კუნძულზე რამდენიმე დღის წინ ამოიფრქვა, როდესაც ადგილზე ტურისტები იმყოფებოდნენ.