logo
ENG



ახალ პარლამენტს 14 მილიონერი დეპუტატი ჰყავს, ერთერთი კი ივანიშვილის ძმის ბიზნეს პარტნიორია

12 დეკ 202020:53
3 წუთის საკითხავი
 

მე-10 მოწვევის ერთპარტიულ პარლამენტს 14 მილიონერი დეპუტატი ჰყავს. ერთ-ერთი მათგანი ზაალ დუგლაძეა. მილიონერი დეპუტატის კომპანიის მეწილე - ბიძინა ივანიშვილის ძმა, ალექსანდრე ივანიშვილია. თავად დუგლაძის ძმა კი ქონების მართვის სააგენტოს უფროსია. 

დეკლარაციის მიხედვით, დუგლაძე მილიონ ლარზე მეტს ნაღდ ფულად ინახავს. ჯამში აქვს 14 ჰექტარის მიწა. დუგლაძეს ასევე ხაშურის ყოფილი მერის გიორგი გურასპაშვილის ცემაში ადანაშაულებენ. სწორედ ამ სკანდალის შემდეგ დატოვა გურასპაშვილმა თანამდებობა. მან ასევე ქართულ ოცნებას 115 000 ლარი შესწირა, ძმებთან ერთად კი ჯამში 340 000 ლარი. 


close დახურვა