logo
ENG



მასშტაბური გაფიცვა - შაბათის ფორმულა

13 ივლ 202420:36
3 წუთის საკითხავი
 

ყველაზე მასშტაბური გაფიცვა საქართველოში - შრომის არაადამიანური, ღირსების შემლახველი პირობების გამო გაფიცულია 4 621 ადამიანი. ევოლუშენ ჯორჯიას თანამშრომლები ამბობენ, რომ სამსახურში დარღვეულია ყველა უფლება - მათ შორის სახეზეა, ღირსების შემლახველი ქმედებები, რომელიც იმით გამოიხატება რომ გასახდელებში სათვალთვალო კამერებია დამონტაჟებული, არ არის დაცული ჰიგიენური ნორმები, მენეჯერების მხრიდან ადგილი აქვს, განსაკუთრებით ქალი თანამშრომლების მიმართ შევიწროებას. ევოლუშენ ჯორჯიას გაფიცული თანამშრომლები შაბათის ფორმულას უყვებიან, რომ მიუხედავად იმისა, რომ კომპანია საერთაშორისო ბაზარზე ოპერირებს და სხვა ქვეყნებში დასაქმებულების შრომის ანაზღაურება საქმესთან ადეკვატურია - საპირისპირო სურათია საქართველოში. ონლაინ კაზინოში დასაქმებულების სამუშაო გრაფიკი 24-საათიანია, ამ ფონზე კი ბანქოს მჩეხავის თვიური ხელფასი 700 ლარამდე მერყეობს, ოდნავ მეტი აქვს დილერს. იმისთვის რომ მათი ანაზღაურება 1000 ლარს ასცდეს მათ დასვენების დღეების გარეშე უწევთ მუშაობა. მძიმე პირობების გამო - ვიდრე 5000-მდე ადამიანი გაიფიცებოდა, კომუნიკაცია არაერთხელ ჰქონდათ კომპანიის მენეჯმენტთან, თუმცა უშედეგოდ - მათგან მხოლოდ დამამცირებელი დამოკიდებულება მიიღეს.


close დახურვა