დემოკრატიული აუდიტის ცენტრის ხელმძღვანელის არმაზ ახვლედიანის განცხადებით, მმართველი გუნდი ძალაუფლების თავისი ნებით დათმობას არ აპირებს. ამის შესახებ ახვლედიანმა გადაცემაში, "გიორგი თარგამაძის ფორმულა" განაცხადა. მისი თქმით, მნიშვნელობა არ აქვს რა საარჩევნო სისტემა იქნება, "ქართულ ოცნება" ხელისუფლებიდან წასვლას არ აპირებს.
„მე არ ვიცი კობახიძემ ლოგიკა სად ისწავლა ან რა ლოგიკა ისწავლა. მაგრამ ისეთ აბსურდში გადადის, ჩვენ თუ მივყვებით ამას აღმოვაჩენთ, რომ აბსურდის თეატრია რომ ამ ადამიანს მხოლოდ ამ ინტერვიუდან, მხოლოდ ამ კომენტარებიდან ჩანს, რომ ამ ადამიანებს არათუ, სურვილი არ აქვთ, ნება არ აქვთ, რომ, საერთოდ ფიქრშიც კი არ აქვთ, რომ დათმობენ ხელისუფლებას ნებით, რამე ტიპის არჩევნებით“,-განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.