ორწლიანი ძებნის შემდეგ, საქართველოს ბანკზე თავდამსხმელი ბადრი ესებუა დააკავეს. ესებუა ზუგდიდში, სოფელ ჯიხაშკარში გამთენიას აიყვანეს, როცა სავარაუდოდ, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას გეგმავდა.შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავების ადგილიდან ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები.ის ქუთაისის N2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გადაყვანილი.
ბადრი ესებუას საქმეზე სხდომა 20 თებერვალს გაიმართება
08 თებ 202314:32
3 წუთის საკითხავი