logo
ENG



ბავშვებს, რომლებსაც 6 წელი ოქტომბრამდე უსრულდებათ, სწავლის დაწყებას შეძლებენ - კანონპროექტი

06 აპრ 202213:26
3 წუთის საკითხავი
 

ბავშვებს, რომლებსაც 6 წელი პირველ ოქტომბრამდე უსრულდებათ, სკოლაში სწავლის დაწყებას შეძლებენ. შესაბამის კანონპროექტზე განათლების კომიტეტი მუშაობს. ცვლილებები ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება.

ზოგადი განათლების შესახებ დღეს მოქმედი კანონით დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკი 6 წელია. არსებული კანონი 6 წლამდე ასაკის ბავშვებს სკოლაში სწავლის დაწყების შესაძლებლობას არ აძლევდა. 

განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი ამილახვარმა განაცხადა, რომ კანონის ცვლილება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც მათ არაერთმა მშობელმა მიმართა. მისივე თქმით, საუბარია 2500-მდე ბავშვზე. 

 


close დახურვა