logo
ENG



სუს-ის თქმით, სკოლებზე გავრცელებულ მუქარაზე "შესაბამის ღონისძიებებს ატარებენ"

22 აპრ 202400:34
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/22/cwgh1n6wh8d2qu1.jpeg

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ფორმულას უთხრეს, რომ სკოლებთან დაკავშირებით გავრცელებულ მუქარებზე შესაბამისი სამსახურები "პროტოკოლით გათვალისწინებულ ღონისძიებებს" ატარებენ.

სუს-ის თქმით, ტყუილია ინფორმაცია, თითქოს ერთ-ერთ სკოლაში იარაღი ან ბომბი იპოვეს.

სამართალდამცველებმა რამდენიმე სკოლა უკვე შეამოწმეს, რომლებშიც ვერაფერი იპოვეს. შესაბამისი სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

განცხადება გაავრცელა თბილისის N146 საჯარო სკოლამ, რომელმაც თქვა, რომ სკოლა და მიმდებარე ტერიტორია დეტალურად შემოწმდა და ხვალიდან სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში იქნება.

21 აპრილის საღამოს რუსულენოვან ახლადშექმნილ ტელეგრამ არხზე გავრცელდა მუქარის შემცველი შეტყობინებები, რომ ხვალ თბილისის კონკრეტულ სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში ტერაქტებს გეგმავდნენ.

მოგვიანებით, ეს არხი დაიხურა.


close დახურვა