logo
ENG



ბავშვზე შესაძლო ძალადობის ფაქტს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იძიებს

11 მაი 202020:23
3 წუთის საკითხავი
 

ტყიბულის ინსპექტორ-გამომძიებელს ეკა ისაკაძეს, ასატუროვების ოჯახი 13 წლის ბავშვზე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ადანაშაულებს. მათი თქმით, გამოძახებაზე მისულმა სამართალდამცველმა მოზარდზე თავად იძალადა. საქმეს ახლა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იძიებს. 

13 წლის ბავშვის თვითმკვლელობის მცდელობას - ასატუროვების ოჯახი გამომძიებელის მხრიდან განხორციელებული ძალადობის უკავშირებს. მოზარდის ოჯახი ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლაში ტყიბულის ინსპექტორ-გამომძიებელს ეკა ისაკაძეს ადანაშაულებს.

დაზარალებულის დედა ყვება, რომ  გამომძიებლის გამოძახება რძლის ბავშვებზე ძალადობის გამო გახდა საჭირო. დასახმარებლად მისულ 13 წლის მოზარდზე კი გამომძიებელმა იძალადა. ოჯახის წევრებმა ისაკაძეს უკვე უჩივლეს, თუმცა რეაგირება ამ დრომდე არ მომხდარა. 

მოზარდის ოჯახი სოციალური მუშაკისა და ფსიქოლოგის დახმარებაზე უარს აცხადებს. ფსიქოლოგმა მხოლოდ ბავშვის დაკითხვის პროცესში მიიღო მონაწილეობა. სოციალურ მუშაკი კი ამბობს, რომ ბავშვს დახმარება ესაჭიროება. მათ ოჯახთან თანამშრომლობის იმედი აქვთ. 

დეტალების გასარკვევად პოლიციაში მისულ ჟურნალისტებს გამომძიებელი დაემალა. თუმცა განმარტებების გაკეთება მას მაინც მოუხდა, პასუხი სამართალდამცველისგან ბავშვის ბებიამ პირადად მოითხოვა. ის გამომძიებელს რძლის მფარველობაში ადანაშაულებს - სწორედ რძლის ძალადობის შესაკავებლად დასჭირდა პოლიციის რეაგირება ოჯახს.

 


close დახურვა