ბათუმის ბულვარში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ბრალდებული ბათუმში დააკავეს. მას 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
„ბრალდებულმა მიმდინარე წლის 21 ივლისს, ურთიერთშელაპარაკებისას, ბათუმში მდებარე ერთ-ერთი კაფე-ბარის დაცვის თანამშრომელი - 1964 წელს დაბადებული ჯ.ბ., ამავე ობიექტის ტერიტორიაზე, ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილოდ დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.