მოშლილი ინფრასტრუქტურის, ჩაბნელებული ქუჩებისა და მიტაცებული მილიონების ბათუმში შეუსრულებელ დაპირებებში ირაკლი ღარიბაშვილის პირადი ბრძანებით ათობით მილიონს იხდიან. იქ, სადაც ბათუმელი ბავშვებისთვის ყინულის მოედანი უნდა ყოფილიყო, მიტოვებული საშენი მასალა ყრია. დაპირებული აუზის ნაცვლად, ისევ ძველი შენობა დგას, სამშენებლო ტერიტორია კი მიტოვებულია. სამუშაოებს ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანია ანაგი აწარმოებდა, მაგრამ დღეს სამშენებლო ტერიტორია მიტოვებულია. რაში იხდის აჭარის მთავრობა 20 მილიონს, რომელიც მათ ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით გადაეცათ - უცნობია. პასუხებს გაურბის აჭარის მთავრობის თავმჯდომარე. თორნიკე რიჟვაძის ბათუმში შენდება მხოლოდ ის, რითაც ბიზნესთან გარიგებული მაღალჩინოსნები მდიდრდებიან, ის კი რაც მოსახლეობას მართლა სჭირდება მიტოვებული და გაუმართავია.
ბათუმის დაუსრულებელი პროექტები - შაბათის ფორმულა
12 ნოე 202220:39
3 წუთის საკითხავი