logo
ENG



ბათუმის ევექსის 3 თანამშრომელს COVID-19 დაუდასტურდა - კლინიკამ პაციენტების მიღება შეწყვიტა

17 სექ 202011:22
3 წუთის საკითხავი
clock 547
ბათუმის ევექსის 3 თანამშრომელს COVID-19 დაუდასტურდა - კლინიკამ პაციენტების მიღება შეწყვიტა

ბათუმის ევექსის სამ თანამშრომელს, გეგმური ტესტირების დროს, კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც კლინიკაში აცხადებენ, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს და მათი მდგომარეობა სტაბილურია.

ევექსის ცნობით, ამის გამო პაციენტების მიღება დროებით შეწყვიტეს. 

"სამედიცინო დაწესებულებაში ტარდება პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა პრევენციული ღონისძიება. ჩატარდა სამედიცინო პერსონალის ტესტირება, მიმდინარეობს სავარაუდო კონტაქტების მოძიება და უკვე იდენტიფიცირებული პირები გადაყვანილ არიან თვითიზოლაციაში. კლინიკაში ტარდება დეზინფექცია", - აღნიშნავენ კლინიკაში.

დღეს, 17 სექტემბერს 179 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 2 937 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 1 422 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 19 კი გარდაიცვალა.


close დახურვა