ბათუმის ნავსადგურში ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ხომალდი Porter-ი შევიდა. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ინფორმაციით, Porter-ი მართვადი სარაკეტო გამანადგურებელია და წყალქვეშა ნავების და ბალისტიკური რაკეტების მოგერიება შეუძლია. ხომალდზე, ეკიპაჟის 282 წევრი და 39 ოფიცერი იმყოფება. აღსანიშნავია, რომ გემი საქართველოს აკვატორიაში უკვე მეორედ იმყოფება. 2015 წელს გემის ეკიპაჟმა და საქართველოს სანაპირო დაცვის დანაყოფებმა ერთობლივი წვრთნაც ჩაატარეს. აშშ-ის საელჩოს განცხადებით, ვიზიტი, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განმტკიცებას და რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობას ემსახურება.
ბათუმის ნავსადგურში აშშ-ს საზღვაო ხომალდი, Porter-ი შევიდა
22 ოქტ 201911:10
3 წუთის საკითხავი