logo
ENG



ბათუმის პორტის თანამშრომლები გაიფიცნენ

27 დეკ 202113:58
3 წუთის საკითხავი
 
ბათუმის პორტის თანამშრომლები გაიფიცნენ

ბათუმის პორტის თანამშრომლები გაიფიცნენ. თანამშრომელთა ნაწილი შრომითი უფლებების გაუმჯობესებასა და ანაზღაურების გაზრდას ითხოვენ.

საზღვაო ნავსადგურის კონტრაქტორი კომპანიის, ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალის 60 თანამშრომლამდეა გაფიცული. თანამშრომელი დავით ხოზრევანიძე აღნიშნავს, რომ ხელმძღვანელები მათ არ ხვდებიან.

"თუ არ შეასრულა [მოთხოვნები], ვიდგებით. ნაძვის ხეს აქ დავდგამთ და გავატარებთ ახალ წელს", - ამბობს დავით ხოზრევანიძე.

ბათუმის საზღვაო ნავსადგურის პროფკავშირის თავმჯდომარე, ამირან მიქელაძე აღნიშნავს, რომ პრობლემები ჯერ კიდევ თვეების წინ დაიწყო, თუმცა ყურადღება მათ არავინ მიაქცია. როგორც ის აღნიშნავს, ირღვევა თანამშრომლების კანონიერი უფლებები.

"ჩვენ ვითხოვთ შვებულებების წესიერ დათვლას, ბიულეტენის ანაზღაურებას, რაც კანონითაა გათვალისწინებული. უსაფრთხოების ნორმები ირღვევა, ზედიზედ სამი-ოთხი სმენა ღამე ამუშავებენ მეამწეებს, მუშებს, რომ ფინანსურად, ალბათ, კომპანიამ მოიგოს. მაქსიმალურად ცდილობენ, რომ თითოეული თანამშრომელი ჯანმრთელობის ფასად გამოწურონ", - ამბობს მიქელაძე.

მისივე თქმით, შრომის ინსპექციამ შრომითი პირობების დარღვევა დაადგინა, თუმცა კომპანიამ გადაწყვეტილება გაასაჩივრა.


close დახურვა