logo
ENG



ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

31 მარ 202513:38
3 წუთის საკითხავი
 
2025/03/31/zx90gs248lp82vq.png

ბათუმის საქალაქო სასამართლოში ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებლის, რეჟიმის პატიმრის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. მოსამართლე ნინო სახელაშვილია.

სხდომას ესწრება მზია ამაღლობელიც.

დაახლოებით ორი საათის შემდეგ მზია ამაღლობელი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა მალევე აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ხელახლა დააკავეს - ის სისხლის სამართლის კოდექსით არის დაკავებული, კერძოდ პოლიციელზე თავდასხმის მუხლით.

პროკურატურა მზია ამაღლობელს ბრალს სდებს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით – მას ბათუმის პოლიციის უფროსზე, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმას ედავებიან.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში მზია ამაღლობელს ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება. 14 იანვარს  აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 

დაკავების შემდეგ, მზია ამაღლობელი 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა. 


close დახურვა