ბათუმში, მაიაკოვსკის ქუჩაზე, ნავთობტერმინალთან ხანძარი იყო.
შსს-ს საგანაგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი საწვავმზიდი შემადგენლობის ერთ-ერთ ვაგონს გაუჩნდა. უწყების ცნობით, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ ბათუმში, მაიაკოვსკის ქუჩაზე, ნავთობტერმინალთან აფეთქება მოხდა. შემთხვევის ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 11 ეკიპაჟი.
ადგილზე მისული მეხანძრე-მაშველების ინფორმაციით, აფეთქების ფაქტი არ დადასტურდა. ოპერატიული მუშაობის შედეგად, რამდენიმე წუთში მოხერხდა ხანძრის ლოკალიზება და მეხანძრე-მაშველებმა შეძლეს ცეცხლის სხვა ვაგონებზე გავრცელების საშიშროების აღკვეთა. ადგილზე იმყოფება ყველა შესაბამისი სამსახური", - ნათქვამია განცხადებაში.